90 ელექტროძრავიანი ავტობუსი თბილისში 2019 წლიდან გამოჩნდება

  • M2B
  • 2 ოქტომბერი 16:04, 2018 წელი

ელექტროძრავიანი ავტობუსები თბილისში 2019 წლიდან გამოჩნდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმად 90 ავტობუსის შეძენაზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანხებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) გამოყოფს.

დღეის მდგომარეობით ქალაქს  560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ავტობუსებიდან 120 მათგანი CNG ტიპის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსია 440 კი ძველი, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვთ.


ახალი 90 ავტობუსიდან 30-ის სიგრძე 8 მეტრი იქნება ხოლო 60-ის 10 მეტრი. ელექტო ავტობუსების მთავარი მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჯერჯერობით ტენდერიც არ გამოცხადებულა და სხვა ტექნიკური დეტალები უცნობია, თუმცა თანამედროვე ელექტრო ავტობუსები ერთ დამუხტვაზე 400-500 კილომეტრს გადიან რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მან მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს.

სრული ვერსიის ნახვა M2B