რუსთავში 5 თვის ბავშვს გული გაუჩერდა

  • რეზონანსი
  • 28 სექტემბერი 16:00, 2018 წელი

რუსთავში 5 თვის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი 3 დღის წინ ცუდად გახდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ბავშვი ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.


მშობლების თქმით მცირეწლოვანს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. ბავშვი რუსთავში სახლში გადაასვენეს, საიდანაც პოლიციის მოთხოვნით სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაიყვანეს.


მშობლები და ოჯახის ახლობელი ითხოვდნენ, რომ ბავშვი არ გაეკვეთათ. ისინი მოითხოვდნენ შენობაში შესვლას. თუმცა, პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცა, რის გამო პოლიციასა და მშობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.


ექსპერტმა ბავშვის ცხედარი გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით გაკვეთა.

წყარო: რეზონანსი