"არ გაჭრათ ბავშვი! შვილები არ გყავთ?" - ამ წუთებში რუსთავის პროზექტურასთან დიდი ხმაურია

  • რეზონანსი
  • 28 სექტემბერი 15:54, 2018 წელი

ამ წუთებში რუსთავის პროზექტურასთან დიდი ხმაურია.

პროზექტურაში 5 თვის გადაცვლილი ბავშვი გადაასვენეს და მშობლები მის გაკვეთას ეწინაღმდეგებიან. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის არ სახელდება.


"არ გაჭრათ ბავშვი, მაჩვენეთ ბავშვი... 5 თვის ბავშვს დანა როგორ დაადეთ. სამი საათის აქ დგომის მიუხედავად, ვერაფერს გავხდით. მაინც რასაც უნდათ იმას აკეთებენ. შვილები არ გყავთ? ხელები როგორ არ აგიკანკალდათ", - ამბობენ მწყობრიდან გამოსული ქალბატონები, რომლებიც პროქეტურასთან არიან შეკრებილები.


დაძაბულობა და დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო: რეზონანსი