ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის გასაიდუმლოებული ცხოვრება – ,,დაუნდობელ ადამიანებს ამ წიგნით პასუხი გასცა”

  • სარკე
  • 27 სექტემბერი 12:28, 2018 წელი

ცოტა ხნის წინ წიგნის "ავი მუსაიფის" პრეზენტაცია გაიმართა. 

ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც მეფე ერეკ­ლე მე­ო­რის ხმალ­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რი­დან არის აღე­ბუ­ლი, ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის, პა­ტა­რა კა­ხის, ეპო­ქას ასა­ხავს.


ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსევ­დო­ნი­მით წერ­და და ბევ­რმა არ იცის, რომ ის დიდი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. ავ­ტო­რი ,,ავი მუ­სა­ი­ფის” პრე­ზენ­ტა­ცი­ას არ დას­წრე­ბია. მისი ცხოვ­რე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და მხო­ლოდ ძალ­ზედ ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, სად იმ­ყო­ფე­ბა. მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და “კა­ნო­ნი­ერ ქურ­და­დაა” მო­ნათ­ლუ­ლი.


ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე 33 წლის ვა­ჟიშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ფა­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურნალ ,,სარ­კის” მიმდინარე ნომერში სა­უბ­რობს.


ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, სად ცხოვ­რობს ბა­ტო­ნი ნო­და­რი და რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას?


– უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად?! მიგ­ზავ­ნის და მე გა­მოვ­ცემ. ეს უკვე მისი მე­ხუ­თე წიგ­ნია. ვე­ლო­დე­ბით, რომ თვი­თო­ნაც დაბ­რუნ­დე­ბა.


– იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ, რო­გორ ცხოვ­რობს, რო­გო­რი კა­ცია. მას­ზე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან აქვს შე­ხე­ბა…


– კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ წიგ­ნებს წე­რენ?! ეს არის პა­სუ­ხი იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი ნა­წი­ლის მიერ იყო აგო­რე­ბუ­ლი. ფსევ­დო­ნი­მით წერა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მალ­ვას არ ნიშ­ნავს. მას არ უნ­დო­და, რომ მის­თვის ვინ­მეს შე­ღა­ვა­თი გა­ე­წია, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის, ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნა ფსევ­დო­ნი­მი. რო­დე­საც აღარ დამ­თავ­რდა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სხვა გზას ადგა, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­წე­რა წიგნს…


ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ამი­ტომ ჰქვია მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი. მე არ ვა­პი­რებ­დი ნო­და­რის დარ­ქმე­ვას. მის­თვის ჩვე­ნი გვა­რი უნდა მი­მე­ცა და არა – სა­ხე­ლი. ჩვენ ძმა გვყავს გარ­დაც­ვლი­ლი – 5 წლის იყო, წი­თე­ლა რომ შეხ­ვდა და მისი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მე დავ­პირ­დი მა­მას, რომ გა­ვა­ჩენ­დი შვილს, რო­მელ­საც მამა იშ­ვი­ლებ­და და თა­ვის გვარს მის­ცემ­და…

წყარო: სარკე