28 წლის ქალი, რომელსაც მეორე დღეს უნდა ემშობიარა, ინსულტით გარდაიცვალა

  • რეზონანსი
  • 26 სექტემბერი 12:14, 2018 წელი

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში.

28 წლის გოგო, რომელის 36 კვირის ორსული იყო გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა.

"სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით, მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა" - განუცხადა "ინფორუსთავს" გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმმა ლევან სუტურმა.

გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.

წყარო: რეზონანსი