ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს დატოვებს

  • pia.ge
  • 26 სექტემბერი 10:10, 2018 წელი

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს 27 სექტემბერის შემდეგ დატოვებს.

ინორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.


"ა.წ. 26 სექტემბერს, საღამოს ლოცვაზე და 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები დაბრძანებული იქნება წმ. სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 14:00 საათზე სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება.


მორწმუნეთ ექნებათ შესაძლებლობა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიეახლონ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს და სთხოვონ ლოცვა-კურთხევა.


წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს და წმ. დედოფალს, წმინდათა დასს,  დედა ღვთისმშობელსა და უფალს შეავედრებს საქართველოს  მთლიანობასა და კეთილდღეობას",-ნათქვამია განცხადებაში.


27 სექტემბერს სრულდება 25 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge