1,0000 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მოქალაქე კონსტანტინე მებუკეს უკანა ტანიდან ამოუღეს

  • primetimenews.ge
  • 24 სექტემბერი 16:11, 2018 წელი

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ნარკობიზნესის სკანდალურისაქმე, სადაც სხვა პირებთან ერთად შსს-ს მაღალჩინოსნის სახელიც ფიგურირებს... 

გახარიას უწყებამ საკუთარ მაღალჩინოსანს ხელბორკილები მას შემდეგ დაადო, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოტექსის“შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა 1,0000 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება მოქალაქე კონსტანტინე მებუკეს უკანა ტანიდან ამოუღეს, რის შემდეგაც გამოძიების კვალმა ისინიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის გოგა გელაშვილის კვალზეგაიყვანა...


გოგა გელაშვილს უწყებაში ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულება ებარა. კერძოდ, 2015 წლიდან ისგახლდათ ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე.


რა სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი? საიდან და კონკრეტულად როგორ შემოჰქონდათქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკები? როგორ მფარველობდა ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე ნარკობიზნესის სკანდალურ სქემას და როგორ გავიდაგამოძიება მის კვალზე?


„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა საბრალდებო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს პროკურორი თორნიკემარსაგიშვილი. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რისსანაცვლოდაც ის პროკურატურას საპროცესო გარიგების დადებას სთხოვს.


„ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის რეალიზებული, რის საფუძველზეც სისხლის სამართლისპასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ორივე მათგანი დაკავებულია. მათ შორის ერთი მაღალჩინოსანი საჯარომოხელე, რომელსაც ქვეყანამ მიანდო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და წარმოადგენდა თანამდებობის პირს, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ მოცილებულ იქნა დიდი საფრთხე ძალოვანი უწყებისშემადგენლობიდან“, – წერს ბრალდებული კონსტანტინე მებუკე, რომელიც ამ სკანდალური საქმის უშუალო შემსრულებელი გახლდათ.


გამოძიებით ირკვევა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფარულიგეგმა შსს-ს მაღალჩინოსნის, გოგა გელაშვილის სიძემ, გიორგი ბახტაძემ შეიმუშავა, რაშიც სამსახურებრივიმდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად იყო ჩართული თავად გელაშვილიც. ბრალდებისდადგენილებაში ვკითხულობთ:


„გიორგი ბახტაძემ კონსტანტინე მებუკეს გადასცა ფულადი თანხა განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების საზღვარგარეთ შესაძენად, მან ასევე დაფარა მისი ტრანსპორტირების ხარჯები.ხოლო გოგა გელაშვილი, რომელიც მუშაობდა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსგანყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, დაჰპირდა კონსტანტინე მებუკეს და გიორგიბახტაძეს მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მოსალოდნელი მხილების თავიდან ასაცილებლად გაფრთხილებას, რითაცუზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.


თავის მხრივ, კონსტანტინე მებუკე უნდა წასულიყო საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და შენიღბული გზით საქართველოში შემოტანის მიზნით.


აღნიშნული გეგმის შესაბამისად, კონსტანტინე მებუკე გიორგი ბახტაძის დაფინანსებით გაემგზავრაგერმანიაში, სადაც ბახტაძის მიერ გადაცემული ფულადი თანხით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდიოდენობით – 1,3823 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები (სუბოტექსი) და ტაბლეტის ნატეხები,რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით ღამის საათებში, ფარულად, უკანა ტანით უკანონოდშემოიტანა საქართველოში“.


ირკვევა, რომ ნარკოტიკების შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებსამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა გოგა გელაშვილისთვის, რომელმაც თავისსიძეს, გიორგი ბახტაძეს შეატყობინა კონსტანტინე მებუკეს დანაშაულში მხილების შესახებ და „ვაიბერში“მისწერა, არ დახვედროდა მას აეროპორტში.


შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად კონსტანტინე მებუკე თბილისის საერთაშორისოაეროპორტშივე დააკავეს. ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც უკანატანში გადამალული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. მებუკეს სხეულიდან გამოდევნის შედეგად„სუბოტექსის“ საერთო ოდენობამ 1,3823 გრამი შეადგინა.


როგორც წესი, დაკავებულები მაშინვე ადვოკატს ითხოვენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა.დაკავების შემდეგ პირველი, რაც კონსტანტინე მებუკემ მოითხოვა, შსს-ს მაღალჩინოსან გოგა გელაშვილთანშეხვედრა იყო. ეს შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც სამართალდამცველებისთვის უკვე ნათელი გახდა, რომნარკობიზნესს შსს-დან სწორედ გოგა გელაშვილი მფარველობდა. თავად მებუკემ კი, როგორც ზემოთაღვნიშნეთ, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან ასაცილებლად გამოძიებასთან თანამშრომლობაგადაწყვიტა. მან ჩვენება შსს-ს მაღალჩინოსნისა და მისი სიძის წინააღმდეგ მისცა.


თავად გოგა გელაშვილის ჩვენებით კი ირკვევა, რომ ეს ნარკოტიკების შემოტანის პირველი შემთხვევა არყოფილა. გამოძიებას მან უამბო სხვა ფაქტების შესახებაც, სადაც მისი მონაწილეობა უკვე ისედაცდადასტურებული იყო. მაგალითად, გელაშვილი საკუთარ ჩვენებაში აღწერს, როგორ დახვდნენ ის დაგიორგი ბახტაძე თბილისის აეროპორტში კონსტანტინე მებუკეს, რომელიც აეროპორტიდან ბახტაძისკუთვნილ ბინაში მიიყვანეს და პრეზერვატივებში გახვეული ნარკოტიკები სარეალიზაციოდ გაამზადეს.


ირკვევა ისიც, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ გიორგი ბახტაძე საკუთარ ცოლისძმას,გოგა გელაშვილს სახელფასო ანგარიშზე სისტემატურად ურიცხავდა ნარკორეალიზაციიდან მიღებულსხვადასხვა ოდენობის თანხებს.


შსს-ს მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს – 260, 262 და 338, რაცგულისხმობს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,გადაგზავნა, ან გასაღებას; ნარკოტიკული საშუალების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანას, ან ტრანზიტითსაერთაშორისო გადაზიდვას და ასევე, მოხელის მიერ ქრთამის აღებას.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge