მოსკოვში "ეფ-ეს-ბეს" კლინიკის მორგი იწვის

  • რეზონანსი
  • 22 სექტემბერი 21:52, 2018 წელი

რუსეთის ექსტრემალური სამსახური მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გათავსებული ფედერალური უშიშროების სამსახურის კლინიკის მორგში გაჩენილი ხანძრის შესახებ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის კერა მორგის ორსართულიანი შენობის მეორე სართულზეა. შენობის სახურავიდან შავი კვამლი ამოდის.


ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

წყარო: რეზონანსი