23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 22 სექტემბერი 21:06, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
მოულოდნელი დანაკარგი მეგობრების ან კოლეგების შეცდომას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში ღირსეულად შეძლებთ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოგვარებას. აკონტროლეთ ფინანსური სფერო და გაიცანით საინტერესო ადამიანები, რომლებიც თქვენს მომავალს სასიკეთოდ შეცვლიან.



კურო
ყველგან ცდუნება გელით და დაუფიქრებელი ნაბიჯისგან თავის შეკავება გიჭირთ. გამორიცხული არაა, რომ რაღაც სიტყვამ მეუღლეებს შორის კამათი გამოიწვიოს. თუ ინტიმურ ურთიერთობებში პრობლემა გაგიჩნდათ, ნუ შეშინდებით. უბრალოდ, ძალიან დაიღალეთ და ყოველდღიური საზრუნავისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებთ.



ტყუპები
თქვენთვის ცხოვრება გულუხვი საჩუქარია. ამ დღეს მხიარულება გსურთ და სურვილს აისრულებთ კიდეც. მოდუნდით და სწრაფ ცვლილებებს ნუ მოითხოვთ. მშვიდად იმუშავეთ და აკონტროლეთ, რომ გასავალმა შემოსავალს არ გადააჭარბოს. თავი შეიკავეთ ხმაურიან წვეულებებზე დასწრებისგან, ეგზოტიკური მოგზაურობისა და ნებისმიერი რისკისგან.



კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ემოციური კირჩხიბი წონასწორობიდან გამოიყვანოს. გაითვალისწინეთ, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ნერვების დამშვიდებაში დაგეხმარებათ.



ლომი
რომელიღაც ახლობელთან ურთიერთობას გამოცდა ელის. უხეშ სიტყვას შეიძლება საყვედურები და მუქარებიც კი მოჰყვეს. კამათი ფინანსურ საკითხებსაც მოჰყვება, თანაც მხოლოდ სახლში კი არა, სამსახურშიც. ეცადეთ, მთელი შინაგანი ნეგატივი „გარეთ“ არ გამოიტანოთ და ყველაფერი, რაც ოდესმე თქვენთვის უწყენინებიათ, ერთად არ გაიხსენოთ.



ქალწული
ახლა მხოლოდ კარიერასა და საქმეებზე ფიქრობთ. შესაძლოა, მეგობრებს დაეხმაროთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად დაუშვებელია, ახლობელი ადამიანების ნდობით ბოროტად ისარგებლოთ.



სასწორი
პლანეტების განლაგება წყენის მიმართ თქვენს მგრძნობელობას გაზრდის. შესაძლოა კანის დაავადებების გართულება და ალერგიები. ეცადეთ, ნაკლები იეჭვიანოთ და არც საყვარელ ადამიანს მისცეთ ეჭვიანობის საბაბი.



მორიელი
წარმატებები გელით როგორც ფინანსურ სფეროში, ისე პროფესიულ მოღვაწეობასა და კარიერაში. შესაძლოა, გარკვეულ ფინანსურ რისკზე წასვლა მოგიწიოთ და საკუთარი ბიზნესის გაფართოებისა და განვითარებისთვის კრედიტი ან ვალები აიღოთ.



მშვილდოსანი
ამ პერიოდში თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალურობა და მიმზიდველობა საგრძნობლად მომატებულია. ცოლქმრულ ურთიერთობაში იდილია სუფევს. კარგად გააზრებულ მოქმედებებს აუცილებლად მოჰყვება ვარსკვლავების მხარდაჭერა და წარმატება.



თხის რქა
თქვენი გრძნობების ცვალებადობა ჰიპნოზივით მოქმედებს თქვენს რჩეულზე. ის სიფრთხილეს დაკარგავს და თავადაც ვერ მიხვდება, ისე აღმოჩნდება თქვენს ტყვეობაში. ძნელია იყო მომთმენი, მზრუნველი და ორიგინალური, მაგრამ უნდა ეცადოთ და თქვენს ცხოვრებაში უამრავი ლამაზი და საინტერესო რომანი დაიწერება.



მერწყული
ამ დღეს მოსალოდნელია ბედნიერი შემთხვევითობა და გამართლება. შესაძლოა, გაუგებარი მოვლენებისა და ურთიერთობების ცენტრში აღმოჩნდეთ და საოცარი ინტუიცია და წინასწარმეტყველის ნიჭი გამოავლინოთ. ეცადეთ, ამ დღეს თქვენთვის სასარგებლო მომენტი მოძებნოთ და მომავლის შენება დაიწყოთ.



თევზები
ბავშვებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო შეყვარებულებს ეს დღე რომანტიკულ შეხვედრებსა და სასიამოვნო განცდებს აჩუქებს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობის შეძენა.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge