მოხუცის ცემის და მისთვის პენსიის წართმევის ბრალდებით მისივე შვილი და შვილიშვილი დააკავეს

  • pia.ge
  • 22 სექტემბერი 10:33, 2018 წელი

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავა. 

აღნიშნულის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის  დამე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს",-აღნიშნულია განცხადებაში. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge