გორში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 21 სექტემბერი 17:15, 2018 წელი

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ზერტში ერთმანეთს მოტოციკლი და BMW-ს მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.


მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.


ავტომობილის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.


ადგილზე სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.


როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ 276 - ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge