ბორანის ჩაძირვის შედეგად ტბაში სულ მცირე 79 ადამიანი დაიხრჩო

  • pia.ge
  • 21 სექტემბერი 12:36, 2018 წელი

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში ბორანის ჩაძირვის დროს, სულ მცირე 79 ადამიანი დაიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.


ამჟამად 37 ადამიანია გადარჩენილი, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


უკერევეს ოლქის ხელმძღვანელმა ჯორჯ ნიამახამ განაცხადა, რომ ბორანს ასობით მგზავრი გადაჰყავდა. გარდა ამისა, ბორტი სიმინდის და ცემენტის ტომრებით იყო დატვირთული.


ბორანის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge