20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 19 სექტემბერი 21:03, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. მხიარული, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ხართ, თუმცა გარეგნობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. კარგი იქნება, თუ სილამაზის სალონს, კოსმეტოლოგსა და სოლარიუმს ესტუმრებით. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.



კურო
ამჯერად დასვენების ყველა ვარიანტს დივანზე კოტრიალი არჩიეთ და ოჯახში, ახლობლების გვერდით დარჩით. თქვენი სიმშვიდე და კარგი განწყობა ოჯახში მშვიდობის გარანტია. ხშირად უთხარით ოჯახის წევრებს თბილი სიტყვები. გახსოვდეთ, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.



ტყუპები
ოჯახში სერიოზული უთანხმოება და კონფლიქტი გელით. ბოლოს და ბოლოს, არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება მიზანს მიაღწიონ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, განმარტოვდეთ და კარგად დაისვენოთ.



კირჩხიბი
შესაძლოა, ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. მიზეზი შორეულ ნათესავებზე ზრუნვა ან მემკვიდრეობის გაყოფა იქნება. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ყურადღებით მოუსმინეთ ნათესავებსა და საყვარელ ადამიანს. ამის გაკეთება ხომ ძალიან ადვილია.



ლომი
იმის განცდა, რომ ყველასთან ვალში ხართ და ყველა გიყენებთ, დილის განწყობას გაგიფუჭებთ. დღის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ გარშემომყოფები, გამოყენების ნაცვლად, მხარს გიჭერენ და გეხმარებიან. კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე ავტორიტეტულ ნათესავებსა და ახლობლებს დაელაპარაკებით. რომელიღაც მათგანი უჩვეულო, მაგრამ პერსპექტიულ საქმეს შემოგთავაზებთ.



ქალწული
ღმერთი თქვენს ლოცვას შეისმენს. ნაკურთხი წყლის დახმარებით იზრუნეთ სახლის ცუდი ენერგეტიკული ველისგან გაწმენდაზე. გახსოვდეთ ამ დღეს ავად გახდომა ან ტრავმის მიღება არასასურველია. კარგი იქნება, თუ საჩუქრებს დაარიგებთ და მოწყალებას გასცემთ. მით უმეტეს, თუ გთხოვენ.



სასწორი
ქაოსური დღეა. დასვენებას ვერ ახერხებთ გარშემომყოფთა საუბრების, დაუგეგმავი მგზავრობისა და მოულოდნელი დავალებების გამო. გირჩევთ, უარი არ თქვათ შორეულ მგზავრობაზე და ძველ მეგობრებთან შეხვედრაზე.



მორიელი
კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად. მხოლოდ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად შეძლებთ საინტერესო იდეების განხორციელებას.



მშვილდოსანი
პოზიტიური დღეა. სახელოვნებო და სულიერი სფეროს თანამშრომლები საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ. არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება და მიზნისკენ სვლა.



თხის რქა
ეს დღე სიყვარულში ილუზიებს განასახიერებს. გამორიცხული არაა, რომ თქვენი სასიყვარულო ვნებები ბავშვურ წარმოდგენებს უკავშირდებოდეს, რომელიც ადრეულ ასაკში თქვენს ქვეცნობიერში დაილექა. ილუზიებში ცხოვრება და სიყვარულისგან საოცრებების მოლოდინი არ ღირს, რადგან იმედგაცრუება ტკივილს მოგაყენებთ. თუ მიეჩვიეთ ადამიანს, რომელიც, უბრალოდ, გაკმაყოფილებთ, შესაძლოა, მშვენიერი ურთიერთობა ააწყოთ.



მერწყული
ამ დღეს ახლობლები თქვენს ცხოვრებაში უზარმაზარ როლს ითამაშებენ და უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან. აცნობიერებთ, რომ აქამდე მათ შესაძლებლობებსა და გავლენას არასათანადოდ აფასებდით. შესაძლოა, გამოჩნდეს ნათესავი, რომლის შესახებ გსმენიათ.



თევზები
მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. ასევე, ხელოვნების ნაწარმისა და ძველებური ნივთების შეძენა. ხელსაყრელი დღეა ხელოვანი ადამიანებისა და უბრალოდ, თანამოაზრეების შეკრებისთვის. საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge