დიდი წარმატება: ტოჩინოშინმა სახელოვანი იოკოძუნა ბრწყინვალედ დაამარცხა

  • რეზონანსი
  • 19 სექტემბერი 17:32, 2018 წელი

19 სექტემბერს აკი ბაშოს XI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო.

ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველ ფალავანს იოკოძუნასთვის მხოლოდ ორჯერ ჰქონდა მოგებული. ლევანმა იოკოძუნას აკი ბაშოზე პირველი მარცხი აგემა.


ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 7:4-ზე გაუხდა და დადებითი ბალანსის გაფორმებამდე 1 მოგება რჩება.


ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, ვისთანაც ძალიან ცუდი ბალანსი 1:25-ზე აქვს. 


გუშინდელი მოგების შემდეგ გაგამარუმ ჯურიო ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თეიმურაზ ჯუღელმა კიოკუშუჰო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ბალანსი ტურნირზე 6:5-ზე გაიხადა. ორი გამარჯვებაც და გაგამარუ დადებით ბალანსს გაიფორმებს, რაც მას ჯურიო ლიგაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

წყარო: რეზონანსი