უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლას მხარი დაუჭირა

  • pia.ge
  • 19 სექტემბერი 15:34, 2018 წელი

უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის პროექტს მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა მოაწერა.


შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში ჩამოსვლა შიდა ID ბარათების გამოყენებით.


საქართველო და უკრაინა ID ბარათებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს გაეროს გენერალური ასამბელის 73-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მოაწერენ. 


დღესდღეობით, ქვეყნებს შორის მოქმედებს 1999 წლის 31 მარტის შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge