გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ - "თრიალეთი"

  • რეზონანსი
  • 19 სექტემბერი 10:19, 2018 წელი

ტელეკომპანია “თრიალეთი”-ს ცნობით, გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც, თუმცა ახალი კანონის გამო სამართალდამცველებმა ღონისძიებები ვერ გაატარეს.


სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ნახა თუ არა მან სკოლის ტერიტორიაზე სამართალდამცველები, დირექტორი ასევე ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ სკოლაში საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული.

წყარო: რეზონანსი