"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"

  • სხვადასხვა
  • 14 სექტემბერი 17:00, 2018 წელი

ნინი ონიანი ახალ ტელესერიალში მონაწილეობს, რომელსაც მაყურებელი კომედი არხზე იხილავს. ასევე დაახლოებით 1 წელია, რაც მან  საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

ქალბატონებს, რომლებსაც საქმეში რეალიზება სურთ, ურჩევს საკუთარი თავის სჯეროდეთ, არ იფიქრონ, რომ სუსტები არიან და მიზნებისთვის იბრძოლონ.


თავად ამბობს, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია. 


ნინი ონიანმა ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა, რომელიც მას შეექმნა.


"მქონია პერიოდი, როდესაც ჯიბეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფულიც არ მქონია, თუმცა ეს არავის უგრძნია, არც გარეგნულად დამტყობია... ახლაც შეიძლება ზოგჯერ ელემენტარული რაღაც ვერ შევიძინო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში, თუ მას სოლიდური კაპიტალი აქვს, ეს ნორმალურია"


წყარო: ჟურნალი "გზა"

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა