"ეკლესია დიდი ხანი დუმდა, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას"

  • რეზონანსი
  • 14 სექტემბერი 16:18, 2018 წელი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა  იაკობმა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრონ.

"სადაც ამდენი გავიჭირვეთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე?ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, ვხედავთ, იმ სამკუთხედს, საერთოდ სიარიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი,სამწუხაროდ, არ გვყავს საზღვრები ვერ დაგვიცავს...როდესაც შევალთ ნატო-სა და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც  ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენ გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა - ნარკოტიკებით. ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა  და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას"


მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის  საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის.

წყარო: რეზონანსი