13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 12 სექტემბერი 21:01, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს საინტერესო და უჩვეულო ადამიანებთან შეხვედრა გელით, რომლებიც შეძლებენ, წინსვლაში დაგეხმარონ. ახალი ურთიერთობა მტკიცე მეგობრობაში გადაიზრდება. ლიდერის თვისებები დაბადებიდან დაგყვათ და გარშემომყოფებზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენთ.



კურო
ოთხ კედელში გამოკეტილი თავს ცუდად გრძნობთ და მხიარულ კომპანიაში გართობა გინდათ. შესაძლოა, ძველმა სიყვარულმა თავი შეგახსენოთ. ამ დღეს თქვენ შორის ურთიერთობის განახლება შესაძლებელია. თუ თქვენი პარტნიორი მხიარული კამპანიისთვის განწყობილი არ არის, კომპრომისზე უნდა წახვიდეთ და მისი გეგმები გაითვალისწინოთ.



ტყუპები
შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობებს უსამართლო ბრალდებებმა და ჭორებმა ჩრდილი მიაყენოს, რაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მეზობლები და ნათესავები. ეცადეთ, პარტნიორს ფხიზელი თვალით შეხედოთ და ობიექტურად შეაფასოთ.



კირჩხიბი
ამაღლებული გრძნობების დროა. ერთად დასვენება, მოგზაურობა და ოჯახურ ღონისძიებებში მონაწილეობა მეორე ნახევართან დაგაახლოებთ. თუ თქვენი რომანი ახალი დაწყებულია, გირჩევთ, ემოციები შეიკავოთ. გრძნობების მოჭარბებით შეიძლება პარტნიორი დააფრთხოთ.



ლომი
ამ დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენთ. ახალი ნაცნობი იმდენად მოგეწონებათ, რომ საკუთარი მოვალეობების შესახებ დაივიწყებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ დაპირებების მიცემისა და დოკუმენტების გაფორმების დროს.



ქალწული
ამ დღეს სწრაფი რეაქციები გახასიათებთ. ნებისმიერ სიტუაციაში ორიენტაცია საკუთარ გამოცდილებაზე უნდა აიღოთ. ენდეთ პირველ შთაბეჭდილებას - შეუძლებელია, შეცდეთ.



სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია ცუდი განწყობა, დაღლილობა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა. გამუდმებით გავიწყდებათ და გეძინებათ. თუ ამის საშუალება გაქვთ, განმარტოვდით და მიეცით ორგანიზმს განტვირთვისა და დასვენების საშუალება. ეცადეთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტს.



მორიელი
დღის პირველი ნახევარი შესაფერისია სიყვარულის ასახსნელად. ამ დღეს სიყვარულში წარმატება გელით. დაეშვით მიწაზე, სადაც ბევრია ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენს სიყვარულს იმსახურებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ქორწინებისთვის იდეალურია.



მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ, წინა დღის ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღეს ინტუიცია და წინათგრძნობა განსაკუთრებით გამახვილებული გაქვთ. იმუშავეთ სულიერ განვითარებაზე, რომ თქვენი ბუნებრივი ნიჭი პოზიტიურად განვითარდეს.



თხის რქა
ამ დღეს ვარსკვლავები როგორც მეგობრულ, ისე ცოლქმრულ კავშირებს მფარველობენ. მხოლოდ ისეთი ადამიანი შეგეფერებათ, რომელიც ურთიერთობაში თქვენს ლიდერობას შეეგუება.



მერწყული
განწყობილი ხართ იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება საყვარელი ადამიანის იმედითა და მხარდაჭერით ააგოთ. უეცრად მოვარდნილი გრძნობა ნუ შეგაშინებთ, რადგან ამ დროს სიყვარული შეიძლება ახალი მიღწევებისთვის იდეალური ტრამპლინი გახდეს.



თევზები
თქვენი ყველა ფიქრი სასიყვარულო ფრონტზე მოპოვებულ გამარჯვებას უკავშირდება. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ყოველდღიურობით დაღლილი მძაფრი შეგრძნებების ძებნას დაიწყებთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ბინძური აზრები თავიდან ამოიგდოთ. უზნეო საქციელმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულოთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge