12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 11 სექტემბერი 21:03, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე კოსმოსური ენერგიის გარდასახვას განასახიერებს. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. „ასჯერ გაზომეთ“, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. მეგობრების ან საქმიანი პარტნიორებისგან მაცდუნებელ წინადადებას მიიღებთ, თუმცა ამჟამად სამსახურის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლა არ ღირს. შესაძლოა, ისეთი ამბავი შეიტყოთ, რაც თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის.



კურო
ამ დღეს ბევრი სირთულე ახლავს. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს დღევანდელ მდგომარეობას მთლიანად შეცვლის. თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ. კარგი დღეა სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის.



ტყუპები
მოსალოდნელია სირთულეები ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, თუმცა თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება. შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ. შესაძლოა, დღეს გაიგოთ ამბავი, რომელიც თქვენს დღევანდელ მდგომარეობასა და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას მთლიანად შეცვლის.



კირჩხიბი
ამ დღეს დიდი ცდუნების წინაშე დადგებით. გრძნობა ძლიერი, მაგრამ ცვალებადი იქნება. მოსალოდნელია ნერვიულობა გაუმართლებელი მატერიალური დანაკარგის გამო. ეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.



ლომი
ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამბიციები დაიოკოთ და კოლექტიურ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში ლიდერობას არ ეცადოთ. მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.



ქალწული
კარგი დღეა ახალი შემოსავლების ძიებისთვის. გამოცდილი პარტნიორებისა და ერთგული მეგობრების საშუალებით მაცდურ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდეთ. წარმატება ისე ადვილად მოსაპოვებელი არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.



სასწორი
ფინანსური პროექტები ისე არ განხორციელდება, როგორც გეგმავდით. ფულის დანაკარგი არ გელით, მაგრამ არც მოგებას უნდა ელოდოთ. გამორიცხული არაა უთანხმოება ახლობელ ადამიანთან. ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინოთ.



მორიელი
მშვიდი სამუშაო დღე გელით. გეგმაზომიერი მოღვაწეობა მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებთან მიგიყვანთ. ეს სიტუაცია დაწყებული საქმეების მშვიდად დამთავრებისთვის უნდა გამოიყენოთ. კარგი დღეა ქორწინების, ოჯახის დაგეგმვისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ეცადეთ, ყველა პრობლემას გააზრებულად მიუდგეთ და ყველა ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ.



მშვილდოსანი
ამ დღეს ძველი მეგობრისგან სასიხარულო ინფორმაციას მიიღებთ. არსებობს ინფექციური დაავადებების რისკი, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ. საღამოს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან ფიზიკური აქტივობებით დაკავდით.



თხის რქა
მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა სერიოზული არაფერია და დღის მეორე ნახევარში ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებით. კარგი იქნება, თუ ოჯახის უფროს წევრებს მოინახულებთ და ყველა ერთად, სადმე სასიამოვნო ადგილზე შეიკრიბებით.



მერწყული
ეს დღე მშენებლობასა და განახლებას განასახიერებს. ამდენად, ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის, რემონტისთვის, სახლისა და ოფისის ინტერიერის განახლებისთვის. ეცადეთ, ფინანსები ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან გასავალმა შეიძლება შემოსავალს გადააჭარბოს.



თევზები
ამ დღეს თქვენი ცხოვრებისეული ტონუსი და ენერგია შემცირებულია. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა, რაც ბავშვების სწავლას ან ხანდაზმული მშობლების მკურნალობას უკავშირდება. პირად ცხოვრებაშიც უსიამოვნებები გელით. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია ფინანსებთან დაკავშირებული კამათი. გამორიცხული არაა, რომ ერთმანეთს ძველი ცოდვებიც გაუხსენოთ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge