გაცნობიერებული სექსი: რას ნიშნავს და რით განსხვავდება ჩვეულებრივი სექსისგან?

  • funtime.ge
  • 10 სექტემბერი 15:31, 2018 წელი

გაცნობიერების არსი - ეს არის ყურადღებიანი დამოკიდებულება კონკრეტულ მომენტზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ფსიქოლოგიაში, ახლა ის ინტიმური ურთიერთობების სფეროშიც „შემოიჭრა", - განმარტავს ფსიქოლოგი.

გაცნობიერებული სექსის იდეა საკმაოდ მარტივია: დაკავდეთ სექსით და არ იფიქროთ სხვა არაფერზე. სექსოლოგების თქმით, გაცნობიერებული სექსი მნიშვნელოვნად ამყარებს ჯანმრთელობის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას: გაცნობიერებული სექსის დროს გონება სრულად კონცენტრირდება სხეულის შეგრძნებებზე, შედეგად კი სექსუალური ურთიერთობა გაცილებით სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.


„გაცნობიერებული სექსის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამონახოთ დრო და ადგილი, რათა დატკბეთ სექსით და სრულიად შეიგრძნოთ ის“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი კეიტ მოლი. „ყველაზე მთავარი კი მონაწილეობაა. ცხოვრებაში არცთუ ისე ხშირად ვახერხებთ განტვირთვას და იშვიათად ვუთმობთ სრულ ყურადღებას რამეს, რაც ნიშნავს, რომ ბევრ დროს ვკარგავთ", - განმარტავს კეიტ მოლი.


გავრცელებული სექსუალური დაუკმაყოფილებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრი სექსს აღიქვამს განსაკუთრებულ დავალებად, რომელიც მიმართულია მიზნის მიღწევისკენ, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს შფოთვა და არასაკმარისი ინტიმურობა. ეს არის გაცნობიერებული სექსის საპირისპირო მხარე, რომელსაც, შესაძლოა, ეწოდოს, უბრალოდ, სექსი და არა სექსით დაკავება.


„მიაქციეთ ყურადღება, როგორ რეაგირებს თქვენი და თქვენი პარტნიორის სხეული სექსის დროს. როგორ რეაგირებს სექსი თქვენს მოძრაობებზე, რა მოგწონთ მის სხეულში?“, - გვირჩევს სექსოლოგი.


ურთიერთობების ექსპერტი ალიკს ფოქსი გვთავაზობს, მოვიშოროთ ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა საძინებლიდან, რათა ტელეფონის ზარმა ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს.


სპეციალისტების მტკიცებით, გაცნობიერებული სექსი იწვევს უფრო ძლიერ ორგაზმს, თუმცა ეს არ არის მისი ძირითად მიზანი. ზეწოლისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, სექსის დროს მოდუნდებით და, შედეგად, კულმინაციას მიაღწიოთ. სცადეთ...
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge