მთაწმინდაზე კლდე განუწყვეტლივ ინგრევა

  • რეზონანსი
  • 7 სექტემბერი 12:58, 2018 წელი

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა.

ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.


6 სექტემბერს გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამოგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მაცხოვრებლებმა საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.


მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.

წყარო: რეზონანსი