ქაბულში ორმაგ ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ჟურნალისტია

  • pia.ge
  • 6 სექტემბერი 15:29, 2018 წელი

ქაბულში ორმაგი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ჟურნალისტია. საავადმყოფოებში 91 დაჭრილია მოთავსებული.

 

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, პირველი ტერაქტი ქაბულის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოხდა. ტერორისტმა დარბაზის შესასვლელთან შეუიარაღებელი დაცვის წევრი მოკლა, შევიდა შენობაში და ბომბი ააფეთქა.


ერთი საათის ინტერვალით, სპორტულ დარბაზთან ავტომობილი აფეთქდა.


მეორე აფეთქების დროს ავღანური სააგენტოს Tolo News-ის ორი თანამშრომლელი დაიღუპა, 27 წლის ჟურნალისტი სამიმ ფარამარზი და 23 წლის ოპერატორი რამიზ აჰმადი.


მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“აიღო.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge