"ათჯერ უფრო დიდი პიდ…სტობაა, როცა სხვის ცოლს მანქანას მიუჩერებ ქუჩაში"

  • რეზონანსი
  • 6 სექტემბერი 14:27, 2018 წელი

"ქუჩაში რომ დავდივარ ყველაფერს ვამჩნევ, ვხედავ, რომ ეს ფსევდოპატრიოტები, რომლებსაც პატრიოტიზმი გულზე მჯიღის ცემა და ჭიქის აწევა ჰგონიათ, სინამდვილეში კი ყველაფერი ბრტყელი სიტყვებია, რომელშიც არაფერი არ დევს.

ჩემი აზრით, ათჯერ უფრო დიდი პიდ...სტობაა, როცა შენ გამოდიხარ, ქადაგებ რაღაცას, პირჯვარს იწერ, მერე კუჭავ "პაჭკას" და ისვრი, მერე სხვის ცოლს მანქანას მიუჩერებ ქუჩაში, ეუბნები "დაჯე დაიკო" და ოფიციანტს უკანალზე ხელს ურტყამ", – განაცხადა მსახიობმა ჯაბა კილაძემ გადაცემა "360 გრადუსში".


მსახიობის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლობასა და პატრიოტიზმს მხოლოდ სიტყვებით ქადაგებენ, სინამდვილეში არაპტრიოტულად და არა მართლმადიდებლურად იქცევიან, ასევე ავლენენ აგრესიას  საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც ამა თუ იმ საკითზე განსხვავებულად ფიქრობს.


"ადამიანები, რომლებიც ამხელა ნეგატივს აფრქვევენ, მელაპარაკებიან, რომ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, პლუს მართლმადიდებლები. რაც ეხება ქართველობის წართმევას, ის ვერ წაგვართვა ვერც სპარსეთის იმპერიამ, ვერც მონღოლების, ვერც ოსმალეთის და ვერც რუსეთის იმპერიამ. მე ვერ დავიჯერებ, რომ ლგბტ-ს წარმომადგენელს შეუძლია ქართველობა წამართვას, ეს აბსურდია", – განაცხადა კილაძემ.

წყარო: რეზონანსი