საბერძნეთში ქართველი მასაჟისტი კლიენტებს ძარცვავდა?!

  • რეზონანსი
  • 6 სექტემბერი 13:02, 2018 წელი

საქართველოს მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედებები ქალაქ ხანიაში მას შემდეგ გამოააშკარავდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა.

52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა დამონტაჟებულ კამერაზე აღმოაჩინა, თუ როგორ იპარავდა და მალავდა ის თანხას.


წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მას სახლებიდან დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა ჰქონდა მოპარული. საქმემ ხანიის სასამართლომდე მივიდა.


52 წლის ქართველი ქალი ძარცვაში დამნაშავედ სცნეს, თუმცა, მან განაჩენი გაასაჩივრა, რის შედეგადაც, მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლეს, რომელსაც უზენაესი სასამართლო ჩაატარებს.

წყარო: რეზონანსი