როდის დაიწყება უნივერსიტეტებში სწავლა

  • რეზონანსი
  • 5 სექტემბერი 22:22, 2018 წელი

საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

სხვადასხვა უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის სწავლა 2018 წლის 25 სექტემბერს. სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის კი სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სტუდენტები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ. პირველკურსელებისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე იწარმოებს (ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება – 3–11 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) – 


12–17 სექტემბერი).


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) ხორციელდება 6-12 სექტემბერს. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საბუთების მიღება ხორციელდება 3-15 სექტემბერს. შემოდგომის სემესტრი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის იწყება 10 სექტემბერს და დასრულდება 30 იანვარს. სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვან პროგრამებზე შემოდგომის სემესტრი იწყება 24 სექტემბერს და დასრულდება 12 თებერვალს. უცხოენოვან პროგრამებზე პირველკურსელებისთვის I სემესტრი იწყება 22 ოქტომბერს და დასრულდება 12 მარტს.


ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) შემოდგომის სემესტრი 2018 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 2 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, პირველსემესტრელათათვის რეგისტრაციის ვადები 3–14 სექტემბერია, ხოლო დანარჩენი სტუდენტებისთვის 27 აგვისტო – 14 სექტემბერი.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ) ბაკალავრებისთვის სასწავლო პროცესს 27 აგვისტოს დაიწყებს. რაც შეეხება მაგისტრებსა და დოქტურანტებს, ისინი სწავლას 8 ოქტომბერს დაიწყებენ.


აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტში უნდა გაიარონ 12, 13, 14 სექტემბერს 12:00 ან 16:00 საათზე. სწავლა ისევე, როგორც პირველსემესტრელებისთვის, ბაკალავრის სხვა საფეხურის სტუდენტებისთვისაც 17 სექტემბერს იწყება.


თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაცია ჩატარდება 5 , 6, 7 სექტემბერს 13:00 საათზე და 16:00 საათზე. სწავლა ისევე როგორც პირველსემესტრელებისთის, ბაკალავრის სხვა საფეხურის სტუდენტებისთვისაც სწავლა 10 სექტემბერს იწყება.


ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო წელი იწყება მიმდინარე წლის 10 სექტემბერს. რაც შეეხება პირველ კურსს 10 სექტემბერს ეწყებათ საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი, რომელის დასრულების შემდგომაც 15 ოქტომბერს პირველი კურსი დაიწყებს სააუდიტორიო მეცადინეობს. შემოდგომის სემესტრი აკადემიაში სრულდება 2019 წლის 1-ლ თებერვალს.


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (გრუნი) პირველკურსელება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის დაწყება 17 სექტემბერს. ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საშემოდგომის სემესტრის დაწყება 8 ოქტომბერს.


დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ)  პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე. საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობებს 17 სექტემბერს იწყებს და 29 დეკემბერს ასრულებს.


აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პირველკურსელებმა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს, წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.ბაკალავრებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 17 სექტემბერს იწყება, ხოლო მაგისტრები და დოქტურანტები სწავლას 24 სექტმებერს დაიწყებენ.


საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 30 აგვისტოდან, 12 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. პირველსემესტრელები სწავლას დაიწყებენ 17 სექტემბერს. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მეორე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო მაგისტრატურის სწავლების პირველი წლისა და დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის – 1-ლ ოქტომბერს.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 – 17:00 საათამდე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს იწყება და 12 იანვარს სრულდება.


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 10 სექტემბერს 15:00 საათზე და დასრულდება 13 სექტემბრის 18:00 საათზე. სასწავლო პროცესი კი 1 ოქტომბერს დაიწყება.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველკურსელებისთვის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას 3 სექტემბრიდან იწყებს და 15 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. მოქმედი სტუდენტების რეგისტრაცია კი 10-29 სექტემბერს იწარმოებს. სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება.


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველკურსელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ნაწილისთვის კი 3 და 5 სექტემბერს გამოცხადდება. სარეგისტრაციო პროცედურები 8 სექტემბრამდე გასტანს.


კავკასიის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3,4 და 5 სექტემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში. სწავლის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


საქართველოს უნივერსიტეტში პირველკურსელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბაკალავრები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ.


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის სწავლა 8 ოქტომბერს დაიწყება, რეგისტრაციის ვადებს კი უმაღლესი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).


თეატრალურ უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წელი უნივერსიტეტის ყველა აკადემიურ საფეხურზე დაიწყოს 2018 წლის 17 სექტემბერს, ხოლო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 3-დან  14 სექტემბრის ჩათვლით.


ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 03 – 11 სექტემბერს, სალექციო მეცადინეობები კი 17 სექტემბერს დაიწყება.


სამხატვრო აკადემიაში სწავლა სავარაუდოდ პირველ ოქტომბერს დაიწყება. როგორც უნივერსიტეტში განგვიცხადეს, ჯერ ოფიციალური ბრძანება სწავლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით მიღებული არის.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 17 სექტემბერს იწყებს. რეგისტრაციას რაც შეეხება, ჯერ ვადები დადგენილი არ არის. თუმცა, როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, ამ კვირაში გახდება ცნობილი.


სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში (საბაუნი) პირველკურსელთა რეგისტრაცია შესაძლებელია 3-დან 14 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 24 სექტემბერს.


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 – 17:00 საათამდე.


ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 17 სექტემბერი. ერთიანი საბუთების მიღება დაიწყება 10 სექტემბრიდან როგორც აბიტურიენტებისათვის, ასევე მაგისტრანტობის მსურველ კანდიდატებისათვის. აბიტურიენტებისათვის საბუთების მიღება დამთავრდება 14 სექტემბრის 16:00 საათზე, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის 28 სექტემბრის 16:00 საათზე.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 2018 წლის 5 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით. ბაკალავრის სტუდენტები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო მაგისტრები და დოქტურანტები 24 სექტემბერს.


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე. სასწავლო პროცესი კი 1-ლ ოქტომბერს დაიწყება.


შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 15 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, აკადემიური რეგისტრაციის ვადად კი 2018 წლის 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე. სწავლა კი 25 სექტემბერს დაიწყება.


იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და დასრულდება 2018 წლის 26 სექტემბერს. I სემესტრი დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბერს.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 29 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:30-საათამდე. სწავლის დაწყების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.


 

წყარო: რეზონანსი