6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 5 სექტემბერი 21:04, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ახალი ნაცნობობა და ახალი კონტაქტები თქვენს პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ძველი მეგობრის ან ასაკით უფროსი ადამიანის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.



კურო
კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის, კონცერტებისთვის, კონკურსებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის. ერთ გუნდად შეკრული ვერძი, მერწყული და კურო დაუმარცხებელი ძალაა. საკმარისია სხვის ჩრდილში ყოფნა, დროა სინათლეზე გამოხვიდეთ და ხალხს თქვენი არსებობა შეახსენოთ.



ტყუპები
ახლა ყველაზე მეტად გართობა და მხიარულება გსურთ. ქალაქგარეთ გასვლა სიყვარულს, წარმატებასა და საინტერესო კავშირებს მოგიტანთ. გინდათ თუ არა, ამ დღეს სიყვარული გვერდს ვერ აგივლით.



კირჩხიბი
ცდუნებების დღეა. სამწუხაროდ, ამ დღეს ერთგული მეუღლეებიც კი ღალატისკენ განწყობილი არიან, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. გირჩევთ, თავი ხელში აიყვანოთ, თორემ ძალიან დაზარალდებით.



ლომი
ამ დღეს მაღალია ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რისკი. მძღოლებმა საგზაო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, კარგად უნდა შეამოწმონ მანქანის გამართულობა და საჭესთან ყოფნის დროს ტელეფონზე არ ისაუბრონ. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავშეკავება.



ქალწული
მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობა ურთიერთგამორჩენის საფუძველზე. დისციპლინირებული ქალწული ყველასთვის სასურველი პარტნიორია და წარმატებისკენ მიმავალ გზას მნიშვნელოვნად ამოკლებს. გამოიყენეთ ყველა შანსი საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დასამყარებლად.



სასწორი
ამ დღეს დაბნეული და გონებადაფანტული ხართ, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ უხარისხო საქონელი შეიძინოთ. კარგი დღეა სახელოვნებო საქმიანობისა და უცხო ენების შესწავლისთვის. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მატყუარა გამყიდველებს. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს სახლიდან საერთოდ არ გამოხვალთ.



მორიელი
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის. პარტნიორზე ზრუნვისთვის ხართ განწყობილი. ასე რომ, თამამად გამოავლინეთ საკუთარი გრძნობები, ეს ხომ ასე მშვენიერია. თუ ნაჩხუბრები ხართ, ეცადეთ, შერიგდეთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ ბუნებაში, უცხო თვალისგან მოშორებით გაისეირნებთ.



მშვილდოსანი
ნებისმიერი მოგზაურობა და შეხვედრა წარმატებული იქნება და ახალი შემოსავლის წყაროს გაგიჩენთ. მიზნამდე მიღწევა თუ გსურთ, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეთ. ეცადეთ, გამუდმებით წინ იაროთ და უკან არ მოიხედოთ.



თხის რქა
ამ დღეს ბრწყინვალე და დაუვიწყარი წარმატება გელით. მოსალოდნელია დაწინაურება და დამატებითი შემოსავალი. ეცადეთ, ამ დღეს რაც შეიძლება ბევრის გაკეთება მოასწროთ.



მერწყული
ფიქრობთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, იდეალური პარტნიორი იპოვეთ, მაგრამ თავშეკავებული ხართ და ემოციებს საჯაროდ არ ამჟღავნებთ. შეგიძლიათ, გრძნობები თამამად გამოავლინოთ, რადგან დროთა განმავლობაში თქვენი ურთიერთობა მყარ და ბედნიერ ქორწინებამდე მიგიყვანთ.



თევზები
დაუსრულებელი ფლირტი შესაძლოა, სასარგებლოც იყოს. შანსი გაქვთ, რომ დრო საინტერესოდ გაატაროთ და ნამდვილი სიყვარულიც იპოვოთ. შეგიძლიათ, საკუთარი ბედისწერა შეცვალოთ, თუ მისი გამგებელი გახდებით და რაღაც უჩვეულო სიტუაციით ისარგებლებთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge