ნუგზარ ერგემლიძე ონლაინ სესხებით ცხოვრობს

  • სარკე
  • 5 სექტემბერი 21:02, 2018 წელი

ჟურ­ნალ­მა “სარ­კემ” ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

– ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, თქვე­ნი თა­ო­ბის მა­მა­კა­ცე­ბი­დან ალ­ბათ ბევ­რი ჰგავს გოგი კირ­ვა­ლი­ძეს, ის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის კრე­ბი­თი სა­ხეა… ზო­გა­დად თქვე­ნი თა­ო­ბა რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რა მის­წრა­ფე­ბე­ბით ცხოვ­რობ­და?


– ახლა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, მაგ­რამ ჩვენ ვა­ხერ­ხებ­დით მე­გობ­რო­ბას, შეხ­ვედ­რებს, ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დით, სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დით სან­თლის შუქ­ზე, გვიყ­ვარ­და ეს ყო­ვე­ლი­ვე, რად­გან უფრო რო­მან­ტი­კუ­ლია. ბუ­ნე­ბა­ში დავ­დი­ო­დით – კო­ცო­ნი, გი­ტა­რა…მა­შინ რთუ­ლი იყო კო­მუ­ნი­კა­ცია, ახლა გვიკ­ვირს, რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დით ურ­თი­ერ­თო­ბას. ერთხელ სამი დღე არ ვი­ყა­ვი სახ­ლში – მე­გობ­რებ­მა გა­და­ვა­ბით ქე­ი­ფი. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს მი­თხრეს, რომ ქა­ლაქ უფა­დან რე­კავ­და ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და ბას გი­ტა­რის­ტად უნ­დო­და ჩემი მიწ­ვე­ვა “ორე­რა­ში”. სა­ნამ მე სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, სხვა იპო­ვეს. დღეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­პო­ვიდ­ნენ და “ორე­რას” წევ­რი ვიქ­ნე­ბო­დი…


– თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა ფი­ნან­სუ­რი ჩა­ვარ­დნე­ბი?


– იყო მო­მენ­ტე­ბი, კა­პი­კი ფული არ მქონ­და. ჩემი ნა­ხა­ტი გა­ვი­ტა­ნე ჭრელ აბა­ნოს­თან, მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნა რო­მაა და 50 მა­ნე­თად გავ­ყი­დე. სი­ხა­რუ­ლით მი­ვე­დი სახ­ლში, რად­გან ეს უკვე საჭ­მლის ფული იყო, ეს იმა­ზე მეტი ფული იყო მა­შინ, ვიდ­რე ახლა 300 ლა­რია. ახ­ლაც ასე ვარ – თავი გაგ­ვაქვს რო­გორ­ღაც. ფული რომ არ მაქვს, ონ­ლა­ინ­სესხს ვი­ღებ და მერე ჩა­ვა­სეს­ხებ ხოლ­მე.


წე­სი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ბან­კე­ბით ცხოვ­რობს ხალ­ხი, რად­გან ბან­კე­ბი ადა­მი­ა­ნებს არ ახ­რჩო­ბენ. ჩვენ­თან კი ბან­კი გა­და­სუ­ლია დახ­რჩო­ბა­ზე, აქ უკუღ­მაა – ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, მას არ ასეს­ხე­ბენ და ვი­საც არა­ფე­რი აქვს, გარ­და სახ­ლის, მას აძ­ლე­ვენ, რათა მერე ის სახ­ლი წა­არ­თვან.


რაც შე­ე­ხე­ბა გო­გის, ოპ­ტი­მის­ტი კა­ცია. ამა­ში და იუ­მორ­ში მგავს, იმა­შიც, რომ მღე­რის. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ სცე­ნა­რისტ ქეთი დევ­და­რი­ა­ნის, რომ მამ­ღე­რა სე­რი­ალ­ში. კი­დევ თუ მამ­ღე­რე­ბენ, გა­და­სა­რე­ვი იქ­ნე­ბა.


სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ყვე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია ყვე­ლა­ზე მეტს ჩემს სიმ­ღე­რას უშ­ვებს, რად­გან ჩემი და­წე­რი­ლია “ბა­კუ­რი­ა­ნი”, “თოვ­ლი მო­დის, არე­მა­რე ფან­ტე­ლე­ბით იფა­რე­ბა” და სხვა სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ატ­რი­ა­ლე­ბენ ხოლ­მე. ჩემი ლექ­სე­ბია “გულ­მარ­თა­ლი კაცი მიყ­ვარს”, “ნატ­ვრის ხეო, ნატ­ვრის ხე” და ა. შ. ბევ­რმა არ იცის ეს, რად­გან არ აცხა­დე­ბენ. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ეს ყვე­ლამ იცო­და, რად­გან რა­დიო აცხა­დებ­და – მუ­სი­კა ამი­სი და ლექ­სი ამი­სა და ამი­საო.


პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა სა­ჭი­რო, რომ ხალ­ხი მე­ტად და­საქ­მე­ბუ­ლი იყოს. გო­გის სი­ტყვებს ვი­ტყვი, რის ანტი, რის ნი­უ­ტო­ნი, მთა­ვა­რი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვაა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. გარ­თო­ბაა მთა­ვა­რი!

წყარო: სარკე