5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 4 სექტემბერი 21:03, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი



კარგი დღეა ადამიანებისთვის, რომლებიც მედიტაციითა და სხვა არატრადიციული პრაქტიკით არიან დაკავებულნი. შესაძლოა, ინტუიცია გაგიძლიერდეთ და ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ. თუ საშუალება გაქვთ, საქმეებს მოსწყდით, აგარაკზე ან სოფელში განმარტოვდით და სუფთა ჰაერზე საკუთარი პრობლემები კიდევ ერთხელ გაიაზრეთ.



კურო



სავარაუდოდ, ერთ ან რამდენიმე საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, ამიტომ დასვენების დღეებშიც კი სამსახურზე ფიქრობთ. იდეა, რომელიც 5 სექტემბერს თავში მოგივათ, უახლოეს ხანებში სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. მაშინვე ნუ დასთანხმდებით, ჯერ კარგად დარწმუნდით, რომ შეთანხმების პირობები თქვენთვის მომგებიანია.



ტყუპები



არჩევანის გაკეთების დღეა. დღის მეორე ნახევარში უამრავ მიზანსა და ამოცანას დაისახავთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას უფრთხილდებით, კეთილ რჩევებს მოუსმინეთ, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.



კირჩხიბი



ეს დღე წარსულს ნათელს მოჰფენს. შესაძლოა, ახლობელი ადამიანები სხვა რაკურსით დაინახოთ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თავისი წარსულიდან რაღაც საიდუმლო გაგანდოთ. გახსოვდეთ, მეორე ნახევარს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება.



ლომი



კარგი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და რემონტისთვის. თქვენ შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით შეცვალოთ ბინის ინტერიერი. ეცადეთ, ძველი ვალები დააბრუნოთ და ფული ვალად არ გასცეთ, რომ თავი თავისუფლად იგრძნოთ.



ქალწული



აღფრთოვანებული ხართ საიმედო რჩეულით და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულები ხართ, საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ. თქვენ შესანიშნავ ოჯახს შექმნით, მაგრამ ამისთვის ცოტა უფრო დამთმობი უნდა გახდეთ.



სასწორი



მეტისმეტად ეჭვიანი ხართ. განსაკუთრებით ახლა, როცა ნერვიული და ემოციური ფონი ჩვეულზე მეტად ამაღლებულია და ყოველდღიური საქმეებიც კი გაღიზიანებთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისგან თავს შეიკავებთ.



მორიელი



მეგობრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან. ახალი გეგმებითა და იმედებით სავსე ხართ და მომავლისკენ იყურებით. ამ დღეს ერიდეთ ოჯახის წევრებთან და პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევას, რათა საკუთარი ბედნიერება არ დაასამაროთ.



მშვილდოსანი



თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა. თქვენი ძველი კავშირები, მოვალეობები და კარმული ვალები ძირეულად შეიცვლება. ერთადერთი, რაც სამომავლოდ დაგიცავთ, დღევანდელი სიფრთხილეა.



თხის რქა



ამ დღეს ფულადი შემოსავლები გელით. სახლის გადაკეთების სურვილი გაქვთ, თუმცა ყველაფერი თქვენს ფინანსებზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელი დღისთვის ფულის გადანახვას ძლივს ახერხებთ, საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის არაფერი გენანებათ.



მერწყული



ამ დღეს წვრილმან საქმეებშიც გაგიმართლებთ და მსხვილმანშიც. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. უნდა ეცადოთ, რომ თქვენმა რჩეულმა ოჯახის წევრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და თქვენს მეგობრებთან საერთო ენა იპოვოს.



თევზები



ამ დღეს თქვენი ყველა სანუკვარი ოცნება ახდება და ყველა იდეა განხორციელდება. თქვენ შეძლებთ, შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება და მისი ბატონ-პატრონი გახდეთ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge