5 ქცევა, რომელიც სექსის შემდეგ დაგაახლოებთ

  • funtime.ge
  • 4 სექტემბერი 20:46, 2018 წელი

ფილმების უმეტესობაში სექსის სცენები ჩახუტებითა და გულწრფელი საუბრებით სრულდება.

რეალურ ცხოვრებაში კი, შესაძლოა, სექსის შემდეგ ჩახუტების სურვილი არ გქონდეთ, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც...


 
 
1. მოეწყვეთ კომფორტულად



შესაძლოა, არ გსურთ ჩახუტება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექსის შემდეგ საწოლიდან წამოხტეთ! შეგიძლიათ, ფილმს უყუროთ ერთად ან, უბრალოდ, ხმაამოუღებლად იწვეთ გვერდიგვერდ. კიდევ იცით, რა შეგიძლიათ? მოიტანოთ საწოლში საჭმელი და გემრიელად მიირთვათ.



2. ერთად შედით სააბაზანოში



თუკი გაგრილების სურვილი უფრო მეტად გაქვთ, ვიდრე საწოლში კოტრიალის, შეგიძლიათ, ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭიროთ - სააბაზანოში ერთად შეხვიდეთ. თამამებისა და გაბედულებისთვის წყალგაუმტარი სექსსათამაშოები არსებობს!



3. ისაუბრეთ სექსზე



მოკალათდით ბალიშზე და განიხილეთ, რა მოხდა თქვენში, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რის გაკეთებას ისურვებდით შემდეგ ჯერზე. თუმცა, აუცილებელი არ არის, მხოლოდ სექსი განიხილოთ. საწოლში კოტრიალის დროს ნებისმიერ თემაზე საუბარი უფრო გულწრფელი და მისაღებია.


 



4. აკოცეთ



შესანიშნავი ვარიანტია ფიზიკური კონტაქტისთვის ჩახუტების გარეშე. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კოცნის დროს ჩვენს ტვინში ტალღები სინქრონიზდება (რეალურად, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, მაგრამ ნამდვილად ასეა) და სიახლოვის ახალ დონეზე გადავდივართ. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ხელს ვაკოცოთ - აქ პარტნიორის კოცნა იგულისხმება.



5. გაერთეთ



თუკი სექსის შემდეგ ძალები დაგრჩებათ, შეგიძლიათ, საწოლში რომელიმე სამაგიდო თამაში ითამაშოთ. მაგალითად, პოკერი გახდაზე. სიახლოვისთვის მთავარია დრო, რომელსაც ერთად ატარებთ, ხოლო რას გააკეთებთ ერთად (თუ გნებავთ, ბალიშები ესროლეთ ერთმანეთს) - ნაკლებად მნიშვნელოვანია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge