სამი შვილის დედამ 10 წლის ბავშვი მტკვარში დახრჩობას გადარჩინა

  • რეზონანსი
  • 3 სექტემბერი 10:59, 2018 წელი

24 წლის ახალგაზრდა ქალმა და სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ 10 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა.

შემთხვევა 1 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა.


როგორც ,,დიანიუსს" ადგილობრივები უყვებიან, მოზარდები მტკვარში საბანაოდ მშობლების დაუკითხავად ჩავიდნენ, მდინარეში ბანაობისას კი ერთ-ერთი მოზარდი წყლის სირღმეში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.


შემთხვევის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი 24 წლის მარიამ სადაღაშვილი, რომელიც მდინარეში გადახტა და 10 წლის მოზარდი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა.


,,შვილებთან ერთად ვიყავი გამოსული მდინარის პირას. შემთხვევით დავინახე, რომ მდინარეში ვიღაცა ხელებს აფართხალებდა. ეტყობოდა, რომ ყვირილითაც კი ვერ ყვიროდა. ბუნებრივია, არც კი დავფიქრებულვარ, ჩემი შვილები დავტოვე და ტანსაცმელით გადავხტი მდინარეში. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ამ ყველაფრის გააზრებაც კი გამიჭირდა", - აცხადებს მარიამ სადაღაშვილი.

წყარო: რეზონანსი