საფრანგეთის პრეზიდენტი: პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია

  • pia.ge
  • 3 სექტემბერი 10:19, 2018 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილი ევროკავშირის დაშლაა.

 

ამის შესახებ მაკრონმა შვედური ტელეარხის SVT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„ვლადიმირ პუტინს პატივს ვცემ და ვარ იმ ლიდერთა რიცხვში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აშენება გვჭირდება. რუსეთთან ასეთი დისკუსია გვჭირდება. მაგრამ პუტინის ოცნება - ევროკავშირის დემონტაჟია“,- განაცხადა მაკრონმა.


საფრანგეთის ლიდერი თვლის საჭიროდ მოსკოვთან კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთქმედების „განახლება".


მაკრონი პუტინს მიიჩნევს „ძლიერ ლიდერად, რომელსაც რუსეთის გაძლიერება სურს“.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge