საფრთხე: შიდსის ახალი ტალღა გამორიცხული არ არის!

  • რეზონანსი
  • 26 აგვისტო 12:15, 2018 წელი

მსოფლიოში 36 მილიონ ადამიანს შიდსი აქვს.

გასულ წელს ამ დაავადებით მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის 100 მილიონამდე ადამიანი იქნება აივ-ვირუსით ინფიცირებული. "ამერიკის ხმის"  ცნობით, შიდსის მკურნალობა იაფი არ არის. ამას გარდა, აივ-ვირუსის კვლევისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხების შეგროვება შენელდა, ზოგან მთავრობის მხრიდან არსებული ინტერესიც და შესაბამისად, კვლევების დაფინანსებაც შემცირდა.


ახალი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია და ყოველ წელს 1.8 მილიონს შეადგენს, მაგრამ ეს ციფრი აღარ იკლებს. 17 მილიონამდე დაავადებულ ადამიანს კი შესაბამისი მკურნალობა არ მიეწოდება და ისინი კვლავ მაღალი რისკის ჯგუფში არიან.


ესენი არიან ახალგაზრდა ქალები, უმეტესად ახალგაზრდა აფრიკელი ქალები, ჰომოსექსუალი კაცები, ტრანსგენდერი ადამიანები, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები, პენიტენციურ და სხვა დახურულ სივრცეებში მყოფი ადამიანები, სექსმუშაკები და მათი კლიენტები.

წყარო: რეზონანსი