"საკუთარ თავს ან საკუთარ დედას რას ერჩოდი მათე?!"

  • რეზონანსი
  • 25 აგვისტო 12:42, 2018 წელი

რამდენიმე დღის წინ 18 წლის მათე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, მანამდე მან სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა.


მათე კვარაცხელია სტიქაროსანი იყო და მისი მეგობრები უაღრესად პოზიტიურ ადამიანად ახასიათებდნენ, მისგან ასეთ ნაბიჯს ვერც კი წარმოიდგენდნენ.


მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება მამა იერონიმე ქათამაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ჩანაწერს და აწ გარდაცვლილთან მიმოწერას აქვეყნებს.


"სხვის განსვენებაზე ევედრებოდი უფალს… სხვისი დედა დაგენანა სიმწარისთვის.


საკუთარ თავს ან საკუთარ დედას რას ერჩოდი მათე?! შენდობა მთხოვე არაფრის გამო, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ მეც გიპასუხე ღმერთმა შეგინდოს-თქო…


ახლა კი კვლავ გავიმეორებ, ღმერთმა შეგინდოს და გაპატიოს!!!" – წერს მამა იერონიმე.

წყარო: რეზონანსი