მერკელი: ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას აკეთებო...

  • რეზონანსი
  • 24 აგვისტო 12:20, 2018 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მერკელმა საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა:


„შემიძლია გითხრათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოგზაურობა მაშინაც სასურველი იყო. მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. 


როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმწამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას“, - აღნიშნა მერკელმა.

წყარო: რეზონანსი