ნინა წკრიალაშვილის ახალი ტატუ (ფოტოები)

  • სარკე
  • 24 აგვისტო 11:03, 2018 წელი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილს გარეგნობაში ცვლილებები მოსწონს.

ამჯერად საზოგადოების ყურადღება სვირინგით მიიქცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიკეთა და ფოტოც თავად ატვირთა.


ნინა 40 წლის არის. როგორც ის ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, დაუდგა ეტაპი, როცა


მშვი­დად და აბ­სო­ლუ­ტურ ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.


-აღარ ვა­კე­თებ იმას, რაც არ მსი­ა­მოვ­ნებს, მხო­ლოდ იმას ვა­კე­თებ, რაც ან მჭირ­დე­ბა, ან მსი­ა­მოვ­ნებს. სა­კუ­თარ თავ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჰარ­მო­ნია მაქვს.


მე მგო­ნია, დავ­ჭკვი­ან­დი, ბევ­რი მძი­ნავს, ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რო, ეს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. 2 თვე­ში ერთხელ სად­მე რომ არ წა­ვი­დე, არ არ­სე­ბობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ევ­რო­პა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. აქე­დან ხში­რად მარ­ტოც მივ­დი­ვარ და მათ­თან ჩავ­დი­ვარ…


ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით, შეც­დო­მე­ბით და ბევ­რი სწო­რი, თა­მა­მი ნა­ბი­ჯით, ბევ­რი რის­კი­თაც. შეც­დო­მე­ბი ადა­მი­ანს გა­მოც­დი­ლე­ბას და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში იგი­ვე არ გა­ი­მე­ო­როს. ვი­საც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა აქვს, ის პი­როვ­ნუ­ლად ვერ იზ­რდე­ბა. ტკი­ვი­ლი პი­როვ­ნუ­ლად გზრდის.


– საკ­მა­ოდ დიდი ვაჟი გყავთ, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ დედა-შვილს?


– ძა­ლი­ან კარ­გი. სან­დრო 18 წლი­საა, სტუ­დენ­ტია. ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ამ­ხე­ლა შვი­ლი რომ მყავს. მგო­ნია, ვი­ღაც ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ჩემი ძმა ცხოვ­რობს სახ­ლში. მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან შე­ზღუდ­ვე­ბი არ გვაქვს, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი ვართ.


– აღარ აპი­რებთ შვი­ლის გა­ჩე­ნას?


– გა­მო­რი­ცხუ­ლია! ახლა ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა არაფ­რით შე­მიძ­ლია.



წყარო: სარკე