,,ყოველდღე იპარებიან ზოგი საწოლში, ზოგი კაფეში, ზოგიც ლიფტში!”

  • სარკე
  • 21 აგვისტო 15:12, 2018 წელი

ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ადამიანები ნარკოტიკებით იხოცებიან.

,,ადრე თუ იყო მტრის სტრატეგია, სამიზნე იყო ერში მოწამლული საკვების შეტანა, ახლა ნარკოტიკებითაც მშვიდობიანად აღწევენ მიზანს! თითქმის ყოველდღე ,,უმტკივნეულოდ” იპარებიან ზოგი საწოლში, ზოგი კაფეში, ზოგიც ლიფტში!” – წერს თამარ ივერი.

წყარო: სარკე