წონაში კლების ახალი და ეფექტური გზა დიეტა

  • funtime.ge
  • 20 აგვისტო 12:49, 2018 წელი

აქ მთავარია, არ ჭამოთ მაშინ, როდესაც ორგანიზმს „საწვავი" არ სჭირდება.

ამერიკელმა დიეტოლოგებმა წონაში კლების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. ეს არის დღის განმავლობაში სწორად დაგეგმილი კვება დღის, რომელიც სულაც არ გულისხმობს გრამობით კვებას, ცომეულზე უარის თქმას ან კალორიების დათვლას. 


მაშ ასე, ამერიკელი პროფესორები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:



1. საუზმესა და ვახშამს შორის პაუზა უნდა იყოს არა უმეტეს 8საათისა. ასეთ შემთხვევაში ეფექტს უკვე 2-3 კვირაში შენიშნავთ. მაგალითად, თუკი დილას 10:00 საათზე ისაუზმებთ, ვახშამი უნდა მიიღოთ მაქსიმუმ 6 საათზე.



2. შეგიძლიათ დაიწყოთ შედარებით მარტივად: თავიდან პირველ და ბოლო ჭამას შორის 12-საათიანი შუალედი გააკეთეთ და თანდათანობით ეს დრო საჭირო ინტერვალამდე შეამცირეთ.



3. ვახშამი უნდა იყოს ნოყიერი, რათა დაძინებამდე წახემსება ან სუსნაობა აღარ მოგინდეთ.



4. სპეციალისტებმა, ასევე, დაასახელეს მეტნაკლებად ეფექტური დრო ფიზიკური ვარჯიშებისთვის - 17:00-დან 19:00 საათამდე კუნთები უნდა იყოს ოპტიმალურ ტონუსში.



თუკი სწორად დაგეგმილ კვებას მსუბუქ დიეტასაც დაურთავთ, მაგალითად, ამოიღებთ რაციონიდან ტკბილეულს და ცომეულს, სასურველ შედეგს გაცილებით მალე დაინახავთ.



 



 
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge