ჯადოსნური ნიღაბი ოთხი ერთში - ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

  • funtime.ge
  • 16 აგვისტო 17:22, 2018 წელი

ის, პრაქტიკულად, ნებისმიერის ოჯახშია - ეს არის სოდა!

სოდის ორკომპონენტიანი ნიღბები


სოდას გააჩნია მადეზინფიცირებელი და მიკრობების საწინააღდმეგო თვისებები, რაც სახის კანის გასუფთავებას უწყობს ხელს. სოდაზე დამზადებული ნიღაბი ღრმად აღწევს ფორებში, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ეხმარება სახის კანს აკნესა და გამონაყართან ბრძოლაში. სოდას, ასევე, აქვს მათეთრებელი ეფექტი და სახის კანს თანაბარ ფერს აძლევს.


 წმენდა


გამწმენდი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგითანაფარდობით 2-1-ზე. ნიღაბი შეიზილეთ სახეზე, ხოლო 15 წუთის შემდეგ მსუქუბი მოძრაობებით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი შეიზილეთ მკვებავი კრემი.


დატენიანება


სოდისა და ზეითუნის ზეთის დუეტი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის დასატენიანებლად და დასარბილებლად. გადაურიეთ ერთმანეთში 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 კოვზი საჭმელი სოდა. რეკომენდებულია ნიღაბი დაიდოთ სუფთა სახის კანზე და გაიჩეროთ 20 წუთით, შემდეგ, უბრალოდ, ჩამოიბანეთ.


პილინგის ეფექტი


შვრიის ჯადოსნური თვისებების შესახებ ყველასთვის ცნობილია. შვრიის ფანტელები და სოდა სახის კანს სიგლუვეს ანიჭებს და აუმჯობესებს სახის კანის ფერს. ნიღბის გასაკეთებლად ერთმანეთში გადაურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და 2 კოვზი შვრიის ფანტელი. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და მოურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით.


გამონაყართან  ბრძოლა
აკნეს საწინააღდმეგო ეფექტური ნიღაბი შესაძლოა, დამოუკიდებლად, სახლშიც მოამზადოთ. გადაურიეთ ერთმანეთში 1 გრ. სოდა, 1 ს/კ ნაღები (სასურველია, 30 პროცენტიანი) და თაფლი. დაიდეთ ეს ჯადოსნური ნიღაბი 15 წუთით, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი დიდხანს არ გალოდინებთ.


გამაგრილებელი ნიღაბი


რამდენიმე კომპონენტის დახმარებით სახის კანს ელასტიკურობას და ბზინვარებას დაუბრუნებთ, განსაკუთრებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. ბლენდერში ჩაყარეთ 1 ს/კ. სოდა, დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ. შვრიის ფანტელი, 1/2 ვაშლის ძმარი, ნახევარი კიტრი და 1 ს/კ თაფლი - ნიღაბი მზადაა!


თუკი კვირაში ერთხელ სოდის ნიღაბს გაიკეთებთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ.
გახსოვდეთ, რომ სოდის გამოყენება სახის მოსავლელად ყოველდღიურად არ შეიძლება.



 
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge