ფქვილი უცებ გაძვირდა, მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

  • რეზონანსი
  • 16 აგვისტო 10:34, 2018 წელი

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ღირებულება 37 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია.

მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება. პურპროდუქტების მწარმოებლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 46 ლარი იქნება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.

წყარო: რეზონანსი