ნინო თოლორდავა: ოჯახი მეორედ შევქმენი

  • სარკე
  • 15 აგვისტო 13:43, 2018 წელი

ყოფილმა ტელეწამყვანა ნინო თოლორდავამ, რომელიც ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსია, სულ ახლახან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერიტ "ახალდაქორწინებულები" 

ნინო თოლორდავას სოციალურ ქსელში მეგობრები ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. იქვე წერენ, რომ თავისი რჩეულის ვინაობა გაამხილოს, ის კი მეგობრებს მხოლოდ სმაილებიტ პასუხობს. 


გავრცელებული ინფორმაციით, მისი რჩეული გიორგი დავითაიაა, რომელსაც ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნებში აქვს. ეს ქორწინება ორივესთვის მეორეა. როგორც ამბობენ, გიორგი დავითაიას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ნინოს კი პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი-ამიკო. 


მას შემდეგ, რაც ნინომ თავისი ახალი რჩეულის ფოტო გამოაქვეყნა, "სარკე" მას დაუკავშირდა. 


-ნინო, მართალია, რომ ქმარს, ზაზა ხაზალიას გაშორდით? 


-დიახ. ჩვენ ორი წლის წინ გავშორდით ერთმანეთს. 


ისიც სიმართლეა, რომ ოჯახი მეორედ შექმენით?


-დიახ, ოჯახი შევქმენი. 


-ვინ არის თქვენი რჩეული? 


-სხვა კომენტარი არ მაქვს. 


პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მან და გიორგი დავითაიამ ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს. 


 

წყარო: სარკე