გერმანიის მაღაზიების ვიტრინებზე ქართული სიმბოლიკა გამოჩნდება

  • ალია
  • 14 აგვისტო 16:39, 2018 წელი

გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების მაღაზიებისთვის კონკურსი ჩატარდება, ნათქვამია ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის განცხადებაში.

ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, ასევე გერმანულმა ორგანიზაცია Literaturtest-მაგერმანიის წიგნების მაღაზიებისთვის სპეციალური აქცია გამოაცხადეს, რომლის ფარგლებშიმაღაზიებმა ვიტრინები ქართული სიმბოლიკის გამოყენებით დეკორატიული მასალებითუნდა მორთონ.


ორგანიზატორებს ერთი გამარჯვებულის შერჩევა 1100 წიგნის მაღაზიიდან მოუწევთ.გამარჯვებულს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზექართულ პავილიონში დააჯილდოებს.


ასევე მაღაზიის ორი წარმომადგენელი თბილისში სამდღიანი ლიტერატურული ტურითდაჯილდოვდება.

წყარო: ალია