იცით, რომ სისხლის ჯგუფი თქვენს ხასიათს განაპირობებს?

  • funtime.ge
  • 13 აგვისტო 17:44, 2018 წელი

სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს და იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი სისხლი, უკეთ შეძლებთ საკუთარი ხასიათის უცნაურობების ამოხსნას და საკუთარი ორგანიზმის გაგებას.

1. პიროვნების ტიპი:


I ჯგუფი: პრაქტიკული, მიზანდასახული, ყურადღებიანი, მგრძნობიარე;


II ჯგუფი: თანამგრძნობი, მოწესრიგებული, მოხერხებული, ლიდერი



III ჯგუფი: დაფიქრებული, მარჯვე, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული;



IV ჯგუფი: რაციონალური, მშვიდი, ძლიერი, თავისუფალი აზროვნებით.


 


2. რეაქცია სტრესზე:


I ჯგუფი: პერიოდულად იციან განრისხება, რაც შთამომავლობითია. თუმცა სიმშვიდე შეუძლიათ უცბად დაიბრუნონ - ამისთვის საკმარისია რაღაც სასიამოვნოს ვიზუალიზაცია (წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით);


 


II ჯგუფი: ზედმეტად მგრძნობიარეები არიან. სტრესთან გამკლავებას და ძალების აღდგენას დიდ დროს ანდომებენ. დასამშვიდებლად სასმელი სჭირდებათ;



III ჯგუფი: ძირითადად წყნარი ხალხია. ზოგჯერ წყობიდან გამოდიან და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, თუმცა ამ დროს საკმარისია მშვიდი სუნთქვა და ჰარმონიას უცებ იბრუნებენ;


IV ჯგუფი: შესანიშნავად უმკლავდებიან სტრესს. მათი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, აქტიურობა და ფიზიკური დატვირთვა ბრწყინვალედ ეხმარება მათ დაძაბულობის მოხსნაში.



 



3. სიმსუქნის მიზეზები:


I ჯგუფი: მოუწესრიგებელი კვება;


II ჯგუფი: ხორცი და შაქრის შემცველი პროდუქტები;


III ჯგუფი: შემწვარი პროდუქტი და პური;


IV ჯგუფი: უმოძრაობა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge