ქობულეთი თითქმის მთლიანად დაიტბორა

  • რეზონანსი
  • 10 აგვისტო 11:36, 2018 წელი

ქობულეთში ძლიერი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.

წყალი დგას ქალაქის ქუჩებშიც. შავი ზღვისპირეთში უამინდობა კიდევ გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შესულია 30 შეტყობინება.


როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.


 

წყარო: რეზონანსი