ზვიად გამსახურდიამ ხელფასის გაზრდაზე უარი თქვა – ,,ახლახან წიგნები გამოვეცი, ჰონორარი ავიღე და გვყოფნის ეს ოჯახშიო”

  • სარკე
  • 9 აგვისტო 12:21, 2018 წელი

ლიტერატორი თემურ ქორიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ იგონებდა.

,,არავის იდეალიზიაციას არ ვეწევი, თუნდაც რომელიმე ოპონენტი ყოფილიყავით ზვიად გამსახურდიასი… როდესაც ის პრეზიდენტად ავირჩიეთ და გამოვარკვიეთ, რომ ყველაზე ნაკლები ხელფასი პრეზიდენტებს შორის ჰქონია სომხეთის პრეზიდენტს – 4000 მანეთი მაშინდელი ფულით – და რაღაც სტანდარტზე ჩვენც თავი გამოვიდეთ, ვთხოვე ზვიადს, რაღაც სტანდარტს ჩვენც უნდა დავემორჩილოთ-მეთქი.


ყოველგვარი სიყალბის გარეშე, ბუნებივად თქვა, ახლახან წიგნები გამოვეცი, ჰონორარი ავიღე და გვყოფნის ეს ოჯახში, არ არის საჭიროო”.

წყარო: სარკე