თბილისში რუსულენოვანი ტურისტებისთვის საქართველოს დამახინჯებული რუკები იყიდება

  • რეზონანსი
  • 6 აგვისტო 11:32, 2018 წელი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყიდება რუსულენოვანი გზამკვლევები, რომლებშიც საქართველოს რუკები ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული.

ეს გზამკვლევი მოსკოვში, გამომცემლობა „ლიტრეს“–ის მიერ 2018 წელს არის გამოცემული. მასში მოცემულ რუკაზე კრემლის თვალით დანახული საქართველოა გამოსახული. მომხმარებლები გაყიდვიდან ამ გზამკვლევის მთელი ტირაჟის ამოღებას მოითხოვენ.


"აქცენტის" ინფორმაციით, საქართველოს დამახინჯებული რუკები აღმოჩენილია ასევე რუსულ ვებ-გვერდ  "Тонкости туризма.ру"–ს საქართველოს შესახებ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ ეს რუსული საიტი აქტიურად თანამშრომლობს რიგ ქართულ კომპანიებთან.


ქართველი ინტერნეტ–მომხმარებლები აღშფოთებულები არიან და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

წყარო: რეზონანსი