საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 11:40, 2018 წელი

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-ივნისში სიგარეტის, სიგარებისა და სიგარილების 53,773 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11-ჯერ მეტია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


ყველაზე დიდი ოდენობით საქართველოდან სიგარეტი აზერბაიჯანში გადის - 6 თვეში 38,7 მილიონი დოლარის ექსპორტი გავიდა.


ექსპორტის მოცულობამ უზბეკეთში 6,1 მილიონი დოლარი, ყაზახეთში 5,8 მილიონი დოლარი, სინგაპურში კი 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.


ამასთან, გაზრდილია სიგარეტის იმპორტიც - 2018 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 63,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

წყარო: რეზონანსი