20-25 წლის ძმები მტკვარმა გაიტაცა, ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 11:28, 2018 წელი

მაშველები მტკვარში 20 და 25 წლის ძმებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.


"მივედი იქ და მაშველებით იყო სავსე ის ტერიტორია, ეძებდნენ პატარა მონაკვეთში", - აცხადებს დაკარგული ძმების მამა, ედუარდ შატვაროვი.


"თავიდან რომ ჩავიდნენ, მაშინ არ იყო ძლიერ ნაკადი და მე რე უკვე წყალმა გადააგდო ნაკადთან და მერე იქიდან გაიყოლა წყალმა. 20 მაშველი იყო იქ, 2 მაშველი მარტო წყალში იყო, 15 მაშველი ზევიდან იყო და უყურებდნენ. 5 საათი ერთი და იგივე ნაპირზე დადიოდნენ, როცა სხვაგან უნდა მოეძებნათ", - აცხადებს შატვაროვების ოჯახის ახლობელი, თამუნა თანდილაშვილი.

წყარო: რეზონანსი