თიკო სადუნიშვილის ყოფილი შეყვარებული თამთა შედანიას გაუმიჯნურდა

  • primetimenews.ge
  • 30 ივლისი 18:35, 2018 წელი

მოდელმა თამთა შედანიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეყვარებულის ფოტო გამოაქვეყნა. რატი რატიანი ინტერიერის დიზაინერი გახლავთ.

 ის ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. როგორც ჩანს, თიკო და რატი ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა 32 წლის სიმპათიური ბიჭი თამთა შედანიას გაუმიჯნურდა. როგოც ჩანს, რატის ქერა, მოკლეთმიანი გოგონები ხიბლავს.


მოდელმა, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს აღარ მალავს, ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. გთავაზობთ ნაწვეტს თამთას ინტერვიუდან, რომელიც ცოტა ხნის წინ მან „პრაიმტაიმს“ მისცა.


– პირად ცხოვრებაზეც გვიამბე. ერთხელ იყავი ქორწინებაში…


– კი, ვიყავი გათხოვილი. 4 წლის შვილი მყავს, ნია მანგოშვილი. დაშორების მიზეზებზე არ ვსაუბრობ. არ მიმაჩნია სწორად. არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, არ მეამაყება. არ ვნანობ ჩემს ნაბიჯს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი მყავს ამ ქორწინებიდან. მაგრამ ვნანობ ბევრ რამეს. ჩემ მიერ გადადგმული ბავშვური ნაბიჯები ნამდვილად არ მეამაყება.


– რამდენი წლის იყავი, რომ გათხოვდი?


– 20 წლის. არც ისე პატარა ასაკია, მაგრამ ავჩქარდი… ახლა არაფერი არ ხდება. არავისთან არ მაქვს ურთიერთობა. მარტოხელა დედა ვარ. შვილი მინაზღაურებს ამ დანაკლისს. მეორედ, ალბათ, ძალიან ბევრს ვიფიქრებ.


– უფრო კრიტიკული გახდი საწინააღმდეგო სქესის მიმართ?


– კი, ამიტომაც ვარ მარტო.


– იმედგაცრუება იყო?


– უფრო გაკვეთილი, გამოცდილება. მხოლოდ შეყვარებული ქალის თვალით არ უნდა შეხედო ურთიერთობას და ასეთივე განწყობით არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. კარგია სიყვარული, მაგრამ ამასთანავე პრაგმატულად უნდა იაზროვნო, მომავალზე იფიქრო.


– აბა, სიყვარული ბრმააო…


– ბრმა რომაა, ფაქტიც სახეზეა, რაც დამემართა (იცინის).


– და რატომ გამორიცხავ, რომ კიდევ „დაბრმავდე“?


– იმხელა გამოცდილება მივიღე, გონებას უფრო ვენდობი, ვიდრე გულს.


– გაციებულხარ…


– კი. კარგი მაგალითი მივიღე.


– ახლა რა არის შენი მთავარი კრიტერიუმები მამაკაცის შეფასებისას?


– ახლა ურთიერთობებზე არ ვფიქრობ. ლამაზ ქალს ყოველთვის ჰყავს თაყვანისმცემელი, მაგრამ… მინდა ახლა მეტი დრო საკუთარ თავს დავუთმო, არავის ვუშვებ ახლოს. თუ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც ამ ჩაკეტილობის გასაღებს იპოვის… მთავარია, ვუყვარდე, პატივს მცემდეს, დამაფასოს ისეთი, როგორიც ვარ.


– ცდილობდნენ შენს შეცვლას?


– როგორ გითხრათ, ადამიანთან ურთიერთობას რომ იწყებ, მის აზრსაც ითვალისწინებ. ყველას თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ, თუ პიროვნულად შენს შეცვლას ცდილობს, იმას ნიშნავს, რომ ვერ მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ.


– აზიატი მამაკაცი გაშინებს?


– კი. გარკვეული დოზით კაცს უნდა ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მაგრამ ეს შეხედულებები მის გვერდით მყოფ ქალს განვითარებაში არ უნდა უშლიდეს ხელს. როცა ქალის მორგებას ცდილობ, იქ ინდივიდუალიზმი იკარგება. შენ ის კი არ გიყვარს, შენი ოცნების ქალი გიყვარს მასში.


– იცვლებიან ადამიანები?


– თუ სუსტია, იცვლებიან, მარტივად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ.


– შენ ძლიერი ხარ?


– კი. მე შეიძლება გავითვალისწინო გარკვეული საკითხები, არ გავაკეთო ის, რასაც თავისუფალი ქალი გააკეთებს და ამით პატივი ვცე ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს, მაგრამ შეცვლით ვერ შევიცვლები.


– შენი პროფესია თუ ყოფილა მიუღებელი რომელიმე შენი თაყვანისმცემლისთვის…


– ასეთი არ მახსენდება. ჩემი ყოფილი ქმარიც მაქსიმალურად მიწყობდა ხელს ამ კუთხით. თვითონ არ ვაკეთებდი ისეთ რამეს, რაც შეიძლებოდა მისთვის მიუღებელი ყოფილიყო. არიან მოდელები, რომლებიც პოდიუმზე ან ფოტოსესიის დროს შიშვლდებიან. ჩემთვის ეს მიუღებელია. ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ჯინსის რეკლამა უნდა გამეკეთებინა საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს მიხდიდნენ, უნდა ვყოფილიყავი წელს ზემოთ შიშველი, მაგრამ არ დავთანხმდი. მე თვითონ არ მინდა ჩემი შიშველი ფოტოები გავრცელდეს. ფულის გამო, ჩემს პრინციპებზე უარს ვერ ვიტყვი.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge