მძინარე მამაკაცს ჭერიდან თავზე უზარმაზარი გველი დაეცა

  • funtime.ge
  • 29 ივლისი 21:06, 2018 წელი

ყოველთვის დაინტერესდით, ვინ ცხოვრობს თქვენს თავზე...

ეს უცნაური შემთხვევა ნიუ-იორკის შტატში მოხდა - ABC-ის ინფორმციით, კერძო მფლობელობაში მყოფ მახრჩობელა გველს ტერრიუმში ყოფნა მობეზრდა და გასეირნება გადაწყვიტა.
ქვეწარმავალმა იატაკზე ხვრელი იპოვა და ერთი სართულით ქვემოთ, საკუთარ ლოგინში მძინარე მამაკაცს თავზე დაეცა.

როგორც კი გულგახეთქილმა მამაკაცმა გაარკვია თავზე რა და რატომ დაეცა, მაშინვე მაშველებს დაურეკა, რომლებიც ადგილზე ცხოველთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ.
მამაკაცი არ დაზარალებულა, თუმცა ძლიერი შოკი მიიღო.

გველი მფლობელს დაუბრუნეს, რომელსაც მახრჩობელა მეგობრის სახლში ყოლისთვის სპეციალური ლიცენზია აქვს აღებული.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge